16 ნოემბერს, სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლას და სკოლაში არსებულ ვიქტორ ნოზაძის სასკოლო მუზეუმს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, ანანო გაზაევმა და ნინო ნოზაძემ სტუმრებს გააცნეს ცნობილი ქართველი ემიგრანტი მეცნიერის, რუსთველოლოგის, ჟურნალისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის– ვიქტორ ნოზაძის ბიოგრაფია და შემოქმედება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ვიქტორ ნოზაძე სწორედ ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთვარებულია , რომელიც დღეს ქუთაისის N2 საჯარო სკოლაა.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს მათ პროექტზე "ვიქტორ ნოზაძე-გზა საჩხერიდან ლევილამდე" , რომელიც მიზნად ისახავს ვიქტორ ნოზაძის ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზაციას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ინიციატივით გაფორმდა მემორანდუმი ვიქტორ ნოზაძის სახელობის მოძვის საჯარო სკოლასა და ქუთაისის N2 სკოლებს შორის, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას და ერთობლივ საგანმანათლებლო საქმიანობას.
განსაკუთრებული მადლობა
⭐ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ლიკა ხვედელიძეს Lika Khvedelidze– მხარდაჭერისა და თანადგომისთვის;
⭐ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას – მნიშვნელოვანი ინიციატივისა და ვიქტორ ნოზაძის პოპულარიზაციისთვის.
ერთად ვუფრთხილდებით იმ ადამიანების მემკვიდრეობას, რომლებმაც საქართველოს სახელგანთქმულ კულტურულ და სამეცნიერო ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. 💛📚